მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად ყოველ 24 საათში 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა დაზიანებებს იღებს
Reuters: ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად ყოველ 24 საათში 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა დაზიანებებს იღებს

Reuters: ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად ყოველ 24 საათში 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა დაზიანებებს იღებს

იმედი|imedinews.ge

ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში ყოველ 24 საათში ერთხელ საშუალოდ 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხუთშაბათს ღამე ისრაელმა ლიბანის სამხრეთით განლაგებულ ქალაქებსა და სოფლებზე მასირებული იერიში მიიტანა. ხუთშაბათს ბეირუთის სამხრეთ ნაწილიც დაიბომბა.

UNICEF-ის მონაცემების თანახმად, რომელიც თავის მხრივ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა, უკანასკნელ შვიდ დღეში ლიბანში დაიღუპა ან დაიჭრა 77 ბავშვი. მას შემდეგ, რაც 16 აპრილს ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, 55 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 212 დაშავდა.

UNICEF-ის პრესსპიკერი რიკარდო პირესი ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ყველა ბავშვი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაცული უნდა იყოს“, - ციტირებს Reuters-ი პირესს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი