მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ნატო განიხილავს ყოველწლიური სამიტების ჩატარების ბოლოდროინდელი პრაქტიკის შეწყვეტას
Reuters: ნატო განიხილავს ყოველწლიური სამიტების ჩატარების ბოლოდროინდელი პრაქტიკის შეწყვეტას

Reuters: ნატო განიხილავს ყოველწლიური სამიტების ჩატარების ბოლოდროინდელი პრაქტიკის შეწყვეტას

იმედი|imedinews.ge

როგორც სააგენტო Reuters-ს ექვსმა წყარომ განუცხადა, ნატო განიხილავს ყოველწლიური სამიტების ჩატარების ბოლოდროინდელი პრაქტიკის შეწყვეტას.

ეს ნაბიჯი შესაძლოა მიზნად ისახავდეს დონალდ ტრამპთან პოტენციურად დაძაბული შეხვედრის თავიდან არიდებას მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს.

ნატოს სამიტების სიხშირე ალიანსის 77-წლიანი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა მისი ლიდერები 2021 წლის შემდეგ ყოველ ზაფხულს იკრიბებიან. წელს კი ისინი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, 7 და 8 ივლისს შეიკრიბებიან.

თუმცა, როგორც მაღალი რანგის ევროპელმა ოფიციალურმა პირმა და ნატოს წევრი ქვეყნების ხუთმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადეს, ზოგიერთი წევრი ამ ტემპის შენელებას ითხოვს.

ერთი დიპლომატის თქმით, 2027 წლის სამიტი, რომელიც ალბანეთში უნდა ჩატარდეს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება, ხოლო 2028 წელს - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო სრული კალენდარული წლის განმავლობაში - ნატო განიხილავს სამიტის საერთოდ არჩატარებას.

მეორე დიპლომატის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყანა სამიტების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების ინიციატივით გამოდის. მან ასევე დასძინა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და საბოლოო სიტყვა გენერალურ მდივანზე, მარკ რუტეზე იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ