მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა

იმედი|imedinews.ge

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოთხშაბათს მომხდარმა წყალდიდობამ სასაზღვრო რაიონში მდებარე ქალაქები გაანადგურა, წაიღო ხიდები და გზები და დააზიანა მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები.

Reuters-ის შეფასებით, ნეპალს დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ აღდგენისთვის შესაძლოა 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე დასჭირდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის მეათედის ტოლია.

„პირველადი შეფასებით, თანხა 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს მხოლოდ შეფასებაა. 2015 წლის მიწისძვრის შემდეგ საჭირო თანხასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები დაგვჭირდება. ზარალისა და ზიანის შეფასება ჯერ ისევ მიმდინარეობს“, - განაცხადა ნეპალის ფინანსთა მინისტრმა სვარნიმ ვაგლემ.

ვაგლეს არ დაუკონკრეტებია, რატომ ელოდებიან, რომ აღდგენისთვის საჭირო თანხა 9 მილიარდ დოლარზე ნაკლები იქნება. სწორედ ამდენი დაიხარჯა 2015 წელს მომხდარი 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ. ეს ნეპალის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება იყო. მიწისძვრას თითქმის 9 000 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა ნახევარ მილიონზე მეტი სახლი, ხოლო მიყენებული ზარალი ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით მესამედს შეადგენდა, წერს სააგენტო.

Reuters-ის ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ოთხშაბათის წყალდიდობა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ნეპალის ეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფულად გზავნილებზე, ტურიზმსა და ჰიდროენერგეტიკაზე. სტიქიამ დააზიანა ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, რომელთა სიმძლავრე ქვეყნის მთლიანი გენერაციის შესაძლებლობის 12%-ზე მეტს შეადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მომხდარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე მომხდარ წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლაBM.GE
  • ინდოეთში ტაძარში მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპარუსთავი 2
  • მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
მომხდარი →

მსგავსი სტატიები

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

იმედი

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

იმედი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

იმედი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

იმედი