მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის, აეროპორტებისა და სკოლების მუშაობის პარალიზება გამოიწვია
Reuters: პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის, აეროპორტებისა და სკოლების მუშაობის პარალიზება გამოიწვია

Reuters: პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის, აეროპორტებისა და სკოლების მუშაობის პარალიზება გამოიწვია

იმედი|imedinews.ge

პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვის გამო მატარებლების მოძრაობა გაჩერდა, ასობით ავიარეისი გადაიდო, ხოლო სკოლები დაიხურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საყოველთაო გაფიცვის მიზეზი ქვეყნის მთავრობის მიერ შრომითი კანონმდებლობის რეფორმა გახდა, რასაც პროფკავშირების უკმაყოფილება მოჰყვა.

როგორც Reuters-ი იუწყება, პორტუგალიის მთავრობას შრომით კოდექსში დაახლოებით 100 შესწორების შეტანა სურს, რომელიც წარმოების ზრდას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას გამოიწვევს.

თუმცა, პროფკავშირები აღნიშნულ რეფორმას ეწინააღმდეგებიან. პორტუგალიის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანების ხელმძღვანელმა ტიაგო ოლივეირამ განაცხადა, რომ რეფორმა დასაქმებულების პირობებს გააუარესებს, მათ საქმიანობას არასტაბილურს გახდის, სამუშაო დღის ხანგრძლივობაზე დაწესებულ შეზღუდვას გააუქმებს, სამსახურიდან დათხოვნის პროცედურას გაამარტივებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პორტუგალიის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიამ CP-მ საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობა შეაჩერა. გაჩერებულია ლისაბონის მეტროც. ქვეყნის მასშტაბით პერსონალის უკმარისობის გამო დაიხურა სკოლებიც, ხოლო სამედიცინო პერსონალის გაფიცვის გამო საავადმყოფოების უმეტესობამ გეგმური ოპერაციების ჩატარება და პაციენტების მიღება შეაჩერა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ