მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტი ოპტიმალური ფასისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა
რევაზ სოხაძე: პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტი ოპტიმალური ფასისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა

რევაზ სოხაძე: პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტი ოპტიმალური ფასისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ოპტიმალური ფასისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა - აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების განმსაზღვრელ კრიტერიუმს, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“.

მინისტრის თქმით, არ შეესაბამება რეალობას გავრცელებული მოსაზრება, თითქოს უცხოურ კომპანიებს ტენდერებში პრივილეგირებული მდგომარეობა აქვთ. მისი განმარტებით, ყველა ტენდერი ეფუძნება მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია მონაწილეობისათვის. ამასთან, ხშირად სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს გამოწვევას ადგილობრივი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მსხვილ საერთაშორისო ტენდერებში.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. შედეგად, უკვე დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის შემოვლითი გზის პირველი ეტაპის საერთაშორისო ტენდერში ქართულმა კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა, რაც მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ფასი განსხვავდება სხვა პრეტენდენტების შეთავაზებებისგან.

მინისტრმა, ასევე ისაუბრა ბიზნესთან აქტიურ დიალოგზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, რომელშიც მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრიც. მისი თქმით, აღნიშნულ ფორმატში განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმები და საერთაშორისო ტენდერებში მათი ჩართულობის გაზრდის გზები.

მისივე განცხადებით, მთავრობა განაგრძობს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია დამატებითი პოზიტიური ნაბიჯები, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სხვა სექტორებში.

ფასწარმოქმნის კუთხით, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მან გამოთქვა იმედი, რომ ოპონენტები შეძლებენ როგორც მიღწეული პროგრესის, ისე არსებული გამოწვევების ობიექტურად შეფასებას.

რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ეფექტიანობა პრობლემების არარსებობით არ იზომება. მისი თქმით, ხელისუფლების სიძლიერე გამოიხატება იმაში, თუ რამდენად ეფექტიანად რეაგირებს ის გამოწვევებზე.

მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში მთავრობა ადეკვატურად პასუხობს, მათ შორის, ბიზნესის მოთხოვნებს, თუმცა მისი მთავარი ამოცანა უცვლელია - საჯარო ინტერესის დაცვა, რაც გულისხმობს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მიღებას ოპტიმალური დანახარჯებით.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ