მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: სკოლების მშენებლობა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრა
რევაზ სოხაძე: სკოლების მშენებლობა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრა

რევაზ სოხაძე: სკოლების მშენებლობა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრა

იმედი|imedinews.ge

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმეა შემთხვევები, როდესაც სკოლის მშენებლობა ან რეაბილიტაცია წლების განმავლობაში ჭიანურდება, რის გამოც მოსწავლეები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას. მისი შეფასებით, ეს წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას თითოეული ოჯახისთვის და საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას.

„როდესაც საქმე ეხება ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლებას, ეს საკითხი ვერ გადაიდება, განსხვავებით სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისგან“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, პრობლემების გამოკვეთის შემდეგ ხელისუფლებამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, სკოლების მშენებლობის პროცესის კონსოლიდაციით ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მას შემდეგ რაც გაუქმდა განათლების სამინისტროს შესაბამისი სააგენტო და პროექტების მართვა სრულად ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებარა.

რევაზ სოხაძემ ბოდიში მოუხადა იმ მშობლებსა და მოსწავლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში შეზღუდულ პირობებში უწევდათ სასწავლო პროცესის გაგრძელება. მისი თქმით, პრობლემის შესწავლისას გამოვლინდა, რომ რიგ ობიექტებზე დოკუმენტაცია მოუწესრიგებელი იყო ან საერთოდ არ არსებობდა, რის გამოც პროცესები მნიშვნელოვნად შეფერხდა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ უკვე დაიწყო დოკუმენტაციის მოწესრიგება და მშენებლობების კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა, რის შედეგადაც არაერთი გაჩერებული პროექტი განახლდა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევა, დაახლოებით, 70-მდე ახალი და რეაბილიტირებული სკოლა. გარდა ამისა, დაწყებულია ტიპიური სკოლის პროექტების განხორციელება, რაც მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესის დაჩქარებას. აღნიშნული მიდგომა საშუალებას იძლევა, წინასწარ შემუშავებული პროექტები სწრაფად მოერგოს კონკრეტულ ლოკაციებს და მნიშვნელოვნად შეამციროს დროის დანახარჯი.

რევაზ სოხაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება 14 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. წლის განმავლობაში კი იგეგმება 50-60 ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადება.

მინისტრის განცხადებით, მომდევნო წელს აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება დარჩება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ