მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე: ასეთი სიღრმისეული შესწავლა, მინიმუმ სწრაფად მბრუნავი სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებით არ მახსოვს. ეს ძალიან პოზიტიურია და მინდა ძალიან დადებითად შევაფასო
რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე: ასეთი სიღრმისეული შესწავლა, მინიმუმ სწრაფად მბრუნავი სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებით არ მახსოვს. ეს ძალიან პოზიტიურია და მინდა ძალიან დადებითად შევაფასო

რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე: ასეთი სიღრმისეული შესწავლა, მინიმუმ სწრაფად მბრუნავი სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებით არ მახსოვს. ეს ძალიან პოზიტიურია და მინდა ძალიან დადებითად შევაფასო

იმედი|imedinews.ge

„ასეთი სიღრმისეული შესწავლა, მინიმუმ სწრაფად მბრუნავი სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებით არ მახსოვს. ეს ძალიან პოზიტიურია და მინდა ძალიან დადებითად შევაფასო“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე და „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა.

გიორგი ხაბაშვილის თქმით, ის მიგნებები, რაც დასკვნაშია გაჟღერებული, დიდწილად თანხვედრაშია თვითონ ბიზნესის ხედვასთანაც.

„ასეთი სიღრმისეული შესწავლა, მინიმუმ სწრაფად მბრუნავი სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებით არ მახსოვს. ამასთან მიახლოებულიც კი და ეს ძალიან პოზიტიურია. მინდა ძალიან დადებითად შევაფასო. ის მიგნებები, რაც დასკვნაშია გაჟღერებული, დიდწილად თანხვედრაშია თვითონ ბიზნესის ხედვასთანაც. ჩვენც კარგად გვაქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ არსებობს მიწოდების ჯაჭვი. ხშირ შემთხვევაში არის ძალიან გრძელი, ზოგ შემთხვევაში არის მოუქნელი.

ბატონი პრემიერის სიტყვებს გამოვეხმაურები, მთავრობისა და საზოგადოების, მომხმარებლის საერთო მიზანია დაბალანსებული, მისაღები ფასები. აქ მე აუცილებლად დავამატებდი იმას, რომ რითეილის და ბიზნესის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესია“, - აღნიშნა მან.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა, რომელიც პროდუქტებზე ფასის შესამცირებლად რეკომენდაციებსაც მოიცავს. სრულად
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი