მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რობერტ ქოჩარიანი: ეს არჩევნები ჩატარდა ხელისუფლების მხრიდან საყოველთაო ზეწოლის, ოპოზიციონერების დაკავებების, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებისა და საარჩევნო დარღვევების პირობებში - ჩვენ გავასაჩივრებთ არჩევნების შედეგებს
რობერტ ქოჩარიანი: ეს არჩევნები ჩატარდა ხელისუფლების მხრიდან საყოველთაო ზეწოლის, ოპოზიციონერების დაკავებების, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებისა და საარჩევნო დარღვევების პირობებში - ჩვენ გავასაჩივრებთ არჩევნების შედეგებს

იმედი|imedinews.ge

ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი, რობერტ ქოჩარიანი ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მათ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ქოჩარიანმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საკუთარ ამომრჩეველს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა.

„ეს არჩევნები ჩატარდა ხელისუფლების მხრიდან ყოვლისმომცველი ზეწოლის, ოპოზიციონერების დაკავებების, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებისა და საარჩევნო დარღვევების პირობებში“, - აცხადებს ქოჩარიანი.

ქოჩარიანის თქმით, ამ ეტაპზე ბლოკი აქტიურ კონსულტაციებს მართავს სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა შეათანხმონ შემდგომი მოქმედების სტრატეგია. სამომავლო ნაბიჯებისა და გეგმების შესახებ საზოგადოებას ამ განხილვების დასრულებისთანავე ეცნობება.

მიუხედავად შედეგებისა, ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას არ შეწყვეტს: „ერთი რამ ცხადია: ჩვენ არ დავიხევთ უკან და არ მივატოვებთ ჩვენს საბრძოლო სანგრებს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი