მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს
რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს

რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს

იმედი|imedinews.ge

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტსა და ბლოკის, „სომხეთის“ ლიდერ რობერტ ქოჩარიანს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. პოლიტიკოსმა ამის შესახებ 14 ივნისს შეიტყო, როდესაც ერევნის აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდომას ცდილობდა. როგორც მის ოფისში განაცხადეს, ქოჩარიანს გამგზავრება ყოველგვარი მიზეზის განმარტების გარეშე აუკრძალეს.

თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.

რობერტ ქოჩარიანს სომხეთის პრეზიდენტის პოსტი 1998-დან 2008 წლამდე ეკავა, რის შემდეგაც მან მმართველი თანამდებობა მიიღო რუსულ საინვესტიციო კომპანიაში АФК „Система“. 2021 წლის მაისში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ, ქოჩარიანი სათავეში ჩაუდგა ბლოკს „სომხეთი“, რომელიც ორი პარტიისგან შედგებოდა.

7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა „სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 12% მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ