მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომაელმა მოზარდებმა სკოლის სარდაფში 1800 წლის მდიდრული სახლი აღმოაჩინეს
რომაელმა მოზარდებმა სკოლის სარდაფში 1800 წლის მდიდრული სახლი აღმოაჩინეს

რომაელმა მოზარდებმა სკოლის სარდაფში 1800 წლის მდიდრული სახლი აღმოაჩინეს

იმედი|imedinews.ge

რომში, მოზარდები სკოლის სარდაფში შეიპარნენ და 1800 წლის წინანდელი მდიდრული სახლი აღმოაჩინეს. კავურის საბუნებისმეტყველო ლიცეუმი კოლიზეუმთან ახლოს, XIX საუკუნის მიწურულს აშენებულ შენობაში მდებარეობს. წლების განმავლობაში არსებობდა ლეგენდა ლიცეუმის სპორტდარბაზის ქვეშ მალული იდუმალი ოთახების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ეს უბრალო სასკოლო ლეგენდები არ ყოფილა.

მოსწავლეებმა აღმოჩენის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინეს, რის შემდეგაც ადგილზე არქეოლოგები გამოიძახეს, რომლებმაც დაადგინეს, რომ ბავშვების მიერ აღმოჩენილი ბნელი დერეფნები II საუკუნის შუა პერიოდის ძველრომაულ სახლს ეკუთვნოდა.

აქ კი გაახსენდათ, რომ ჯერ კიდევ ამ შენობის მშენებლობისას, საძირკველზე მუშაობის დროს, მის ქვეშ რომაული ნაგებობის ნაწილი იყო შემჩნეული. რაიონი, სადაც ლიცეუმი მდებარეობს, ისტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია - იქ ცხოვრობდნენ ციცერონი, პომპეუსი და ოქტავიანე ავგუსტუსი, თუმცა თანამედროვე შენობების სიმრავლის გამო გათხრების ჩატარება საკმაოდ რთულია.

სკოლის ქვეშ არსებული ოთახები ძალიან კარგადაა შემონახული. კედლებზე ფერადი ფრესკებია, ხოლო ჭერის თაღები ბათქაშის ორნამენტებითაა მორთული. ერთ-ერთ ოთახში დიდი ფილებისგან გაკეთებული მოზაიკაა - ეს სტილი რომაულ ელიტაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

არქეოლოგებმა სახლის სავარაუდო მფლობელის ვინაობაც დაადგინეს - ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს აქ ანტიკური წყალგაყვანილობის ტყვიის მილის ნაჭერი იპოვეს, რომელზეც მფლობელების სახელები იყო ამოტვიფრული: უმბრია ალბინა და ლ. ფაბიუს გალუსი (სავარაუდოდ, უმბრიას ქმარი ან სახლის მომდევნო მფლობელი). ისტორიკოსები იცნობენ უმბრიუსების საგვარეულოს. მათ ეკუთვნოდათ ვილა ალფედენაში და აგურის წარმოება. უმბრია ალბინას მამა, სავარაუდოდ, იმპერატორ ადრიანეს დროს პროკურატორი და ძალიან მდიდარი ადამიანი იყო.

აღმოჩენილი ნაგებობა საკმაოდ დიდია და ჯერჯერობით მხოლოდ მისი ნაწილია შესწავლილი. ლიცეუმი და არქეოლოგიური სამმართველო გეგმავენ, რომ ეს ადგილი დამთვალიერებლებისთვის გახსნან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავსფორმულა
  • "ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, რატომღაც ყველას მიავიწყდა" - სასტუმრო "თეთრი სახლი ანაკლიაში"BM.GE
  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი