მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომან კაკულია: შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ჩვენ საკმაოდ დაგვიგროვდა გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ გამოცდილების გათვალისწინებით აპირებს გადატვირთვასაც და ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებაზე ფიქრს, რაზეც ბატონი ტრამპი საუბრობს
რომან კაკულია: შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ჩვენ საკმაოდ დაგვიგროვდა გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ გამოცდილების გათვალისწინებით აპირებს გადატვირთვასაც და ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებაზე ფიქრს, რაზეც ბატონი ტრამპი საუბრობს

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ჩვენ საკმაოდ დაგვიგროვდა გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დღეს ამ გამოცდილების გათვალისწინებით აპირებს გადატვირთვასაც და ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებაზე ფიქრს, რაზეც ბატონი ტრამპი საუბრობს, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამოუკიდებლობის დღის მილოცვაზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ შემოთავაზებას საქართველომ დადებითი ტენდენციით უნდა უპასუხოს და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

მან საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების სხვადასხვა პრიზმაში გაანალიზების აუცილებლობაზეც ისაუბრა. რომან კაკულიამ, მათ შორის აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის, კონკრეტულად კი ჩინეთთან დაკავშირებული მიდგომების გათვალისწინებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ხშირად ამერიკასთან, სხვებთანაც დაუზუსტებელმა მომენტებმა, რომელთა რეალობაც მოგვიანებით გაირკვა, სიკეთე არ მოგვიტანა. ამიტომ როდესაც ვამბობ, რომ არსებობს გამოცდილება, ეს გამოცდილება პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება და ძალიან სახიფათოა დაუზუსტებელი მომენტების არსებობა ამ ურთიერთობებში. შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა და მათგან გამოწვდილი ხელი ძალიან კარგია, მაგრამ ხომ ვხედავთ, როგორი მსოფლიოა დღეს. ამიტომ აუცილებელია, არ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები და ვგულისხმობ სწორედ დაუზუსტებელი მომენტების არსებობას დიდ ურთიერთობებში,“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამი, ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 213 სტატია.

  • ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენBM.GE
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, "მშვიდობის საბჭომ" ღაზას სექტორთან დაკავშირებით ისტორიული შეთანხმებას მიაღწიარუსთავი 2
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი