მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომის პაპმა გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო
რომის პაპმა გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო

რომის პაპმა გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო

იმედი|imedinews.ge

რომის პაპმა ლეო XIV-მ ხუთშაბათს ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიაზე ვიზიტისას მკაცრად გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ „გულგრილობის“ გამო.

არგინეგინის პორტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ათასობით აფრიკელმა მიგრანტმა კოვიდპანდემიის პირველი დღეები ნავმისადგომთან იზოლაციაში, ადეკვატური საკვებისა და თავშესაფრის გარეშე გაატარა, პაომა ხელისუფლებას მოუწოდა, მეტი თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც „სიცოცხლის ძიებაში სიკვდილს რისკავს“.

„არ არის საკმარისი მხოლოდ ნაკადების მართვა, სტატისტიკის განაწილება, საზღვრების გაძლიერება ან მომხდარი სიკვდილიანობის გამო გლოვა“, - განაცხადა მან აუდიტორიის წინაშე, რომელთა შორის მიგრანტებიც იყვნენ. „თქვენ არ ხართ უბრალოდ ციფრები ან საქმის წარმოების ფაილები. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც უკან მოიტოვეთ ოჯახები და სახლები. თქვენ გაქვთ ოცნებები, რომელთა აბუჩად აგდების უფლებაც არავის აქვს“.

რომის პაპმა გააკრიტიკა ევროპა იმის გამო, რომ იგი აცხადებს, თითქოს ადამიანის ღირსებას იცავს, თუმცა ამავდროულად „ეჩვევა იმას, რომ ხმელთაშუა ზღვა და ატლანტის ოკეანე უსაფლავო სასაფლაოებად იქცეს“.

„ადამიანის ღირსებას არ გააჩნია პასპორტი და ის საზღვრის გადაკვეთისას ფასს არ კარგავს“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

იმედი

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

იმედი