მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა
რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა

რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა. იტალიის დედაქალაქის ქუჩებში მიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მომხრე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციების მიზეზი გახდა „რეემიგრაციის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელმაც 50 ათასი ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტში იყო წარდგენილი. საუბარია სამოქალაქო ინიციატივაზე Remigration and Reconquest, რომელიც არალეგალი მიგრანტების დეპორტაციასა და ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. ტერმინს „რეემიგრაცია“ (ქვეყნიდან მიგრანტების გაძევება) ბოლო წლებში ევროპაში ულტრამემარჯვენეები აქტიურად იყენებენ.

მემარჯვენეთა მარშმა რამდენიმე ათასი მონაწილე შეკრიბა. დემონსტრანტები მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და უცხოელების დეპორტაციას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მუსოლინის ეპოქის ლოზუნგებსაც კი სკანდირებდა.

ამის საპასუხოდ, მიგრანტების მხარდასაჭერად რომის სხვა რაიონში მემარცხენეებისა და პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ განაცხადეს.

შეტაკებების თავიდან ასაცილებლად ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. პროტესტმა ძალადობის გარეშე ჩაიარა. მიგრაციის შესახებ დისკუსია ჯორჯია მელონის მთავრობის პოლიტიკაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა

სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა

იმედი

დიდმა ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი პირველად დააკავა

დიდმა ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი პირველად დააკავა

იმედი

ოპოზიციური მედიის მორიგი „ფეიკი”: რატომ გააყალბეს „ტაბულამ” და „ფორმულამ” მდინარაძის განცხადება და რა მიზნით შეცვალეს მის მიერ ნათქვამი სიტყვები, სიტყვით „ნებისმიერი” - რა თქვა სინამდვილეში მამუკა მდინარაძემ?

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს

იმედი