მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა
„როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა

„როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სახელმწიფო ორგანომ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა.

„როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, რომელიც 21-დან 27 მაისამდე სომხეთის თევზგადასამუშავებელ საწარმოებსა და კალმახის საშენ მეურნეობებში ჩატარდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საწარმოების ნახევარმა შემოწმების გავლაზე უარი თქვა.

„როსსელხოზნადზორისგან“ მუშაობის ნებართვა სომხეთში მხოლოდ ორმა თევზის ქარხანამ მიიღო. მათი პროდუქცია „რუსეთში უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული მონიტორინგის პირობით შემოვა“, - განაცხადეს მოსკოვში.

მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთიდან ბოსტნეულის, მარწყვის, ყვავილების, მინერალური წყალი „ჯერმუკის“, ასევე სამი მსხვილი მწარმოებლის კონიაკისა და ღვინის შეტანა აკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანდება. 7 ივნისს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ