მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

იმედი|imedinews.ge

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახლად გახსნილ განყოფილებაში ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევები. პატარა პაციენტებისთვის ადგილზეა უზრუნველყოფილი ისეთი მაღალტექნოლოგიური პროცედურები, როგორიცაა კომპიუტერული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) ტომოგრაფია. აღნიშნული აპარატურა სრულად არის ადაპტირებული ბავშვთა საჭიროებებზე.

„ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებზე ადაპტირებული გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ულტრათანამედროვე აპარატურა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პატარა პაციენტებისთვის.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო განაგრძობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოებას, რათა მოსახლეობამ მაღალი ხარისხის მომსახურება ადგილზევე მიიღოს. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ვითარდება და რეგიონს ისეთ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს, რომელთა მისაღებადაც პაციენტებს წლების განმავლობაში დედაქალაქში გამგზავრება უწევდათ. ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე სრულად ფუნქციონირებს პედიატრიული გადაუდებელი დახმარების სერვისი და მიმღები განყოფილება, რომელიც უწყვეტი – 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული მიმართულების განვითარება კვლავაც გაგრძელდება. სამომავლო გეგმების ფარგლებში უახლოეს პერიოდში კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც იგეგმება.

ახალი ინფრასტრუქტურა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან ერთად დაათვალიერა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ