მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუმინეთის პრეზიდენტმა რუსული დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით პროპორციულ ზომებს მივიღებთ
რუმინეთის პრეზიდენტმა რუსული დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით პროპორციულ ზომებს მივიღებთ

რუმინეთის პრეზიდენტმა რუსული დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით პროპორციულ ზომებს მივიღებთ

იმედი|imedinews.ge

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსული დრონის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა მოიწვია.

როგორც დანმა აღნიშნა, ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები უკრაინის წინააღმდეგ რუსული ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან რუმინეთის ტერიტორიაზე მომხდარი „ყველაზე სერიოზული ინციდენტის შედეგებზე იმსჯელებენ“.

„რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით პროპორციულ ზომებს მივიღებთ... მოვლენის უპრეცედენტო შინაარსი საჭიროებს გაბედულ, კოორდინირებულ და ადეკვატურ რეაქციას, როგორც ეროვნულ, ისე სამეკავშირეო და საერთაშორისო დონეებზე. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ამ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, - დაწერა დანმა.

მისივე თქმით, რუმინულმა მხარემ საქმის კურსში უკვე ჩააყენა ნატოს მოკავშირეები. გარდა ამისა, ოფიციალური ბუქარესტი პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაძლიერებას სთხოვს. რუმინეთი აგრეთვე აპირებს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გაეროს აცნობოს.

„რუმინეთი ნატოს წევრია და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, მის მოქალაქეებს შეეხოს. ეროვნული ტერიტორიის და რუმინეთის მოქალაქეების დაცვა ჩემი უზენაესი ვალია, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ეს არის ვალი, რომლის აღსრულებას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაპირებთ დღეს და ყოველდღე. ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, გვიან ღამით რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Am convocat ședința Consiliului Suprem de Apărare a Țării astăzi, la ora 11 pentru a discuta implicațiile celui mai grav incident care a afectat teritoriul național de la începutul războiului de agresiune al Federației Ruse împotriva Ucrainei. Vom dispune măsurile proporționale… — Nicușor Dan (@NicusorDanRO) May 29, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საჰაერო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა - აშშ-მა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელარუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
  • რუსეთის საზღვართან დრონების საფრთხის გამო ფინეთი საჰაერო სივრცეს კეტავს და საზღვაო მიმოსვლას ზღუდავსBM.GE
საჰაერო →რუსეთის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი