მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს: მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კვლავაც კონსტრუქციული, პროგნოზირებადი და პრაგმატული გზით განვითარდება
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს: მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კვლავაც კონსტრუქციული, პროგნოზირებადი და პრაგმატული გზით განვითარდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო, - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ოანა ცოიუს მისალოც წერილში, რომლითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მიმართავს და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„რუმინეთი აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას და მხარს უჭერს დიალოგისა და თანამშრომლობის შენარჩუნებას ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ ფორმატებში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო გააღრმავებენ თანამშრომლობას შავი ზღვის დაკავშირებადობის პროექტების ფარგლებში, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატრანსპორტო კავშირების, ენერგეტიკული დერეფნებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც რეგიონული ინტეგრაციისა და ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას ემსახურება.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კვლავაც კონსტრუქციული, პროგნოზირებადი და პრაგმატული გზით განვითარდება.

გთხოვთ, მიიღოთ, მინისტრო, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნავს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი