მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა

იმედი|imedinews.ge

რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

საღამოზე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლებიდან. ასევე, შესრულდა მუსიკალური ნომრები, ვოკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები, რომლებიც სხვადასხვა კულტურულ და ეთნიკურ მოტივს აერთიანებდა.

საღამოს რეჟისორი იყო ნიკოლოზ საბაშვილი, წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დავით მაზანაშვილი და სიმფონიური ორკესტრი, მედოლე ბავშვთა ანსამბლი ნინოწმინდიდან, "თეატრალურის კვარტეტი", ნუკრი კაპანაძე, ნარგილე მეჰთიევა, მარინა საღარაძე, ეკა კახიანი, თამარ გვერდწითელი და მურო გაგოშიძის „ცეკვის ლაბორატორია“.

საღამოზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში კულტურებისა და რელიგიების თანაარსებობისა და ურთიერთპატივისცემის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

"ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორიით გამოირჩევა. ეს მეგობრობა და კულტურული მრავალფეროვნებაა ჩვენი სიმდიდრე, რომლითაც მთელ მსოფლიოში გვიცნობენ. მადლობა მინდა გადავუხადო შემოქმედებით ჯგუფს ამ ძალიან საინტერესო საღამოსთვის", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები.

კულტურული მრავალფეროვნების დღე მსოფლიოში 2002 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2001 წელს UNESCO-ს მიერ კულტურული მრავალფეროვნების შესახებ მიღებული უნივერსალური დეკლარაცია.

ამ დღის აღნიშვნა ხაზს უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მშვიდობის, თანასწორობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მხარდაჭერით →მერია →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი