მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს
რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს

რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის მერის მოადგილესთან, კახა გურულთან ერთად, რუსთავში N31 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და N25 და N11 ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

450 ბავშვზე გათვლილი N 31 საბავშვო ბაღის განახლებითი სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. ასევე დასასრულს უახლოვდება რუსთავის N25 და N11 ავარიული ბაგა-ბაღების ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა.

N25-ე ბაღი 450 ბავშვზეა გათვლილი, N11 ბაღი კი 300 ბავშვს მოემსახურება.

პროექტების განხორციელების შედეგად, რუსთავის საბავშვო ბაღებში შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის პროგრამის ფარგლებში, სამივე საბავშვო ბაღის კეთილმოწყობისთვის, დამატებით გამწვანებით სამუშაოებს შეასრულებს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ