მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში ყველაზე ქართული დღეები - კონკურს-ფესტივალი „ქართული“ იწყება
რუსთავში ყველაზე ქართული დღეები - კონკურს-ფესტივალი „ქართული“ იწყება

რუსთავში ყველაზე ქართული დღეები - კონკურს-ფესტივალი „ქართული“ იწყება

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ხვალ ყველაზე ქართული დღეები-კონკურს ფესტივალი „ქართული" იწყება. „ქართული-2026" ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება.

„ყველაზე ქართული დღეები" 10 ივნისს , 21:00 საათზე, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სივრცეში, ქართული საგალობლებით გაიხსნება. სპეციალურად “ქართულისთვის” შექმნილი პერფორმანსით სცენაზე წარდგებიან ანსამბლები: „თუთარჩელა", „მე რუსთველი", „შავნაბადა" და „ჯავარი”. ფესტივალის გახსნის ღონისძიებას „კახაბერის და ხანუმების“ შოუ-პროგრამა დაასრულებს.

რუსთავის პარკში საფესტივალო სივრცე 13:00 საათიდან გაიხსნება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა სახის ეთნოგრაფიული მასტერკლასები.

„ქართული-2026“ საერთაშორისო იქნება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლებთან ერთად, მასში ქართული დიასპორებიც ჩაერთვებიან. რუსთავის საფესტივალო სცენაზე მაყურებლის წინაშე შვედეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლებიც წარდგებიან. ფესტივალში 30 ანსამბლი და 3000 მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას.

„ქართული“ 10-დან 20 ივნისის ჩათვლით მიიღებს სტუმრებს და გასული წლების მსგავსად, რუსთავის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა იქნება.

კონკურს-ფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს და მათ რუსთავის მერია სოლიდურ ფულად ჯილდოს გადასცემს. გრანპრის მფლობელი 10 000 ლარს და სპეციალურად „ქართულისთვის“ შექმნილ გარდამავალ ჯილდოს მიიღებს.

კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავში, პირველად 2024 წელს გაიმართა. გასულ წელს, მასში 3000 მოცეკვავე მონაწილეობდა და 60 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

კონკურს-ფესტივალი „ქართული", რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით მესამედ ტარდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ