მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

„რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ვახორციელებთ ერთ-ერთ რთულ პროექტს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებას და რეაბილიტაციას ეხება. ეს შენობა სპეციალისტების დასკვნით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. მოსახლეობასთან გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე მათი 100%-ის შენობიდან გაყვანა მოგვიწია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავს კიდევ ერთი განახლებული და რაც მთავარია, უსაფრთხო შენობა შეემატება“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ლერმონტოვის # 5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. პროექტის მიმდინარეობისას შენობის ავარიული ნაწილის სრული დემონტაჟი განხორციელდა და ახალი კონსტრუქცია ეწყობა. რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსის ფასადს ასევე გამოიცვლება სახურავი და კარ-ფანჯრები.

პროექტის ღირებულება 824 048 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი