მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა
რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. დღეს ღონისძიებას მე-7 რეგიონი მასპინძლობს. კონფერენცია რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა.

ქვემო ქართლის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სამუშაო ფორმატში შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებთან მუდმივი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიურად ჩართვაა.

ინტერაქციულ ფორმატში წარმართული დისკუსიისას მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დასაქმებასა და განათლებას, როგორც ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და რეგიონის განვითარების უმთავრეს საფუძველს.

შეხვედრის დასასრულს, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

„თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე. მგონი, ყველანი მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად, მაგალითად, მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც შეიძლება რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, საუბარი. ჩემი აზრით, ამ ფორმატმა გააკეთა იმისი დემონსტრაცია, რომ დიალოგი მართლაც შეიძლება შედგეს ახალგაზრდებს შორის”, - ცოტნე ივანიშვილი.

„ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის, კრიტიკული აზრისთვის და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და წარმატებისთვის არის მოწოდებული, ერთად შევძლებთ, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული და წინ წასული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა“, - ვარლამ ლიპარტელიანი.

„ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის. სასიხარულოა, რომ დღეს ვხედავთ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც არიან დაინტერესებულები, გაგვიზიარონ მოსაზრებები, ასევე, გამოწვევები, რომლებიც მათ რეგიონში აქვთ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს დღევანდელი შეხვედრაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სხვა რეგიონებში დასახელდა ახალგაზრდების მიერ“, - მარიამ გრიგოლიშვილი.

„რეგიონს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი განათლების, დასაქმების, სპორტული მიმართულებით განვითარების. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ რა სჭირდებათ მათ და ეს პოტენციალი, ეს შესაძლებლობები გახდეს უფრო მეტად მორგებული მათზე“, - თეკლა თიკანაშვილი.

„რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა ის, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის“, - ნუგო შოშიაშვილი.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. ქვემო ქართლის რეგიონის გარდა, შეხვედრები გაიმართა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.

ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს ათ რეგიონში იმართება და ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში ხვდებიან. დასკვნით ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
ოცნება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი