მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საბოტაჟის საქმის პროკურორი: არის მნიშვნელოვანი ფარული საგამოძიებო მოქმედებები, სადაც უშუალოდ მათი შეთანხმების დეტალები ისმის და შეთანხმება არის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული
საბოტაჟის საქმის პროკურორი: არის მნიშვნელოვანი ფარული საგამოძიებო მოქმედებები, სადაც უშუალოდ მათი შეთანხმების დეტალები ისმის და შეთანხმება არის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული

იმედი|imedinews.ge

არის მნიშვნელოვანი ფარული საგამოძიებო მოქმედებები, სადაც უშუალოდ მათი შეთანხმების დეტალები ისმის და შეთანხმება არის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, - განუცხადა „იმედის კვირას“ პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა საბოტაჟის საქმეზე საუბრისას.

პროკურორი განმარტავს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ვის რა ბრალი აქვს წარდგენილი.

„ამ 8 პირიდან, მიხეილ სააკაშვილის გარდა, 7 პირს ბრალი აქვთ წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, რაც გულისხმობს საბოტაჟს და კონკრეტულად სახელმწიფო დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ხელისშეშლას. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლს, ეს მუხლი მოიცავს უკვე 2022 წლიდან პერიოდს და ამ მუხლით ბრალდებულები არიან არიან ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე. აღნიშნული მუხლი გულისხმობს უცხო სახელმწიფოს კონკრეტული მხარისთვის დახმარებას ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა.

თავის მხრივ ელენე ხოშტარიას დამოუკიდებელ ეპიზოდზე აქვს ასევე ბრალი წარდგენილი და ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს მატერიალური რესურსების წინასწარ მოძიებას, იმის წინასწარი შეცნობით, რომ ეს რესურსები გამოყენებული იქნება კონსტიტუციური წყლობილების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისკენ.

მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი - საჯაროდ მოწოდება კონსტიტუციური წყლობილების ძალადობით შეცვლისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ“, - განაცხადა პროკურორმა.

ის ასევე განმარტავს, კონკრეტულად რა ისმის ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ მასალებში.

„ეს არის მიზნობრივად მცდარი ინფორმაციის გავრცელება, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს საჰარეო სივრცე ეთმობა ირანის ისლამური სახელმწიფოს დრონებს, რომელიც თითქოსდა, რუსეთისთვის გადასაცემად იყო განკუთვნილი. ისინი ასევე საუბრობენ, თუ როგორი ტიპის ვაჭრობა მიდის სანქციებთან დაკავშირებით. საუბრობენ იმაზე, რომ გიორგი ვაშაძეს გააჩნია ისეთი ტიპის წონა, კონკრეტულ ადგილას, რომ შეუძლია ივაჭროს თავისი ხმებით, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საუბრობენ ამ საკითხზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, როგორ უნდა დაინტერესდეს კონკრეტული მხარე იმით, რომ ვაჭრობის საგანი გახდეს სანქციების გამოყენება კონკრეტულ პირებთან მიმართებით. შედეგად ჩვენ ვნახეთ ის, რომ ნამდვილად გამოყენებული იყო სანქციები“, - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

პროკურორის განმარტებითვე, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი აქციაზე მყოფ ჯგუფს მოუწოდებდა შეჭრისკენ, წინააღმდეგობისკენ, პოლიციელებისთვის მიწოლისკენ, ზოგიერთი მათგანი უშუალოდაც ჩართული იყო ასეთი ტიპის მოქმედებაში, აქცია ხდებოდა მეტად ძალადობრივი.

„პოლიტიკოსების და აქციის მონაწილეების მოქმედებები იყო შეთანხმებული და კოორდინირებული. ასევე ამ აქციებს ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულება არის რაციის ჩანაწერები. აქციის მონაწილეები საუბრობენ ამ შემთხვევაში ამ ჩანაწერეში“, - განაცხადა საბოტაჟის საქმის პროკურორმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • სომხეთის მთავრობამ ირანთან "გამარტივებული საბაჟო დერეფნის" შეთანხმება დაამტკიცაBM.GE
  • ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდებაფორმულა
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
  • ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს – პროკურორინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

იმედი

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

იმედი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი