მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სადღობელაშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: გვთავაზობენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ. ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი
სადღობელაშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: გვთავაზობენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ. ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი

სადღობელაშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: გვთავაზობენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ. ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი

იმედი|imedinews.ge

„ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე “მოვლენები” საკმაოდ საგანგაშო ფაზაში შედის. აგენ-ტურის ნაწილის მიერ შემოთავაზებული „ახალი ხედვები“ სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი სინამდვილეში.“- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი პარტიის წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

ანალიტიკოსის თქმით, საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს და შეაფასოს ეს ანტიქართული და მანქურთული ხედვა: ვინ აშენებს დამოუკიდებელ, ძლიერ ქართულ პორტს და ვინ ცდილობს მის გასხვისებასა და სხვისი გავლენების ქვეშ მოქცევას.

„გრიგოლ გეგელიას ბოლო განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული სტრატეგიული აქტივების დაცვის ნაცვლად, დღის წესრიგში ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კარიბჭის სხვებისთვის განაწილება დგება. (წარმოგიდგენიათ იგივე რომ განაცხადოს აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ნავთობის ჭაბურღულზე?) პორტის განვითარების ორი სრულიად რადიკალური ვერსია იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს, ვინ ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე და ვინ ცდილობს მის დასუსტებას: ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანაკლიის ნავსადგური შენდება „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ერთპიროვნულ მესაკუთრედ. პორტი არის და იქნება ქართული, ხოლო საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში ჩაერთვებიან, რაც მფლობელობასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ეროვნული მიდგომაა… ხაზარაძეს გოშიების ალტერნატივა შემდეგია: ანაკლიის პორტი გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტი, სადაც შეიქმნება „კავკასიური კონსორციუმი“, ხოლო მართვა სრულად გადაეცემა უცხოურ ოპერატორს. ჩვენი საკუთრება რატომღაც უნდა გადავცეთ სხვა ქვეყანას?! ეს მიდგომა საეჭვოდ ემთხვევა ამ პოლიტიკური ჯგუფის ძველ ხელწერას. მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური თანაგუნდელებისგან სხვა რას უნდა ველოდოთ? ეს სწორედ ის ძალაა, რომლის წარსულ საქმიანობასა და მემკვიდრეობას უკავშირდება ქართული სიმბოლოსა და უნიკალური ეროვნული სიმდიდრის , მინერალური წყალი „ბორჯომის“ სხვა ქვეყნის ხელში აღმოჩენა. დღეს კი, იგივე ჯგუფის წარმომადგენლები გვთავაზობენ, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ. რატომ უნდა ვუწილადოთ სხვა ქვეყნებს პროექტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, ჩვენს ეკონომიკურ გაძლიერებას და ქართველი ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს? ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი. საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს და შეაფასოს ეს ანტიქართული და მანქურთული ხედვა: ვინ აშენებს დამოუკიდებელ, ძლიერ ქართულ პორტს და ვინ ცდილობს მის გასხვისებასა და სხვისი გავლენების ქვეშ მოქცევას!“ - წერს სადღობელაშვილი. ‎

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი