მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა - მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას, ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა
სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა - მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას, ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა

იმედი|imedinews.ge

როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მას მაგალითად მოჰყავს საქართველოს მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების პარალელურად, რეგულარულად მართავს თეირანში შეხვედრებს, ვინაიდან, დიდ პოლიტიკურ აქტორებთან სტაბილური და პროგნოზირებადი კომუნიკაციის შენარჩუნება ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისა და უსაფრთხოების ფუნდამენტია.

ანალიტიკოსის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ირანთან კომუნიკაცია ან ქვეყანაში ვიზიტი, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას.

„მაგალითად ჩვენი მეზობელი სომხეთი: პრემიერი ფაშინიანი, რომელიც მკაფიოდ ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და სამხედრო-პოლიტიკური ვექტორის დივერსიფიკაციას , რეგულარულად მართავს შეხვედრებს თეირანში. რატომ? იმიტომ, რომ რეგიონულ, დიდ აქტორებთან სტაბილური და პროგნოზირებადი კომუნიკაციის შენარჩუნება ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისა და უსაფრთხოების ფუნდამენტია. რაც შეეხება საქართველოს: მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა, რომელიც ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, კერძოდ რეგიონალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და საერთაშორის დიპლომატიურ პრაქტიკას (პროტოკოლი).

ოპოზიციის მხრიდან ამ თემით სპეკულირება და იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დაწერა მარტივია, ქვეყნის მართვა კი რეალური ტვირთია, რომელიც ემოციების ნაცვლად ცივ გონებას, წინდახედულობასა და გრძელვადიან გათვლებს მოითხოვს. საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხში არის არა სისუსტე, არამედ პასუხისმგებლიანი, სუვერენული და სახელმწიფოებრივი მიდგომა“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი