მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სადღობელაშვილი: თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბის და ზვიადის მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების!
სადღობელაშვილი: თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბის და ზვიადის მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების!

იმედი|imedinews.ge

თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბის და ზვიადის მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც გამოსახულნი არიან - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი.

სადღობელაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფოტო ჩინებულად ასახავს საქართველოს უახლოესი ისტორიის გარდამტეხ ეტაპებს - „ეროვნული მოძრაობიდან თანამედროვე სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნებამდე“.

„“ეროვნული გმირები” - ჩემთვის პირადად 26 მაისი არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უწყვეტი ბრძოლის და შრომის ჯაჭვი, რომელსაც სხვადასხვა ათწლეულს სხვადასხვა ლიდერებმა საკუთარი კვალი დაამჩნიეს! - ეს ფოტო საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიის გარდამტეხ ეტაპებს! ეროვნული მოძრაობიდან თანამედროვე სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნებამდე. - მერაბ კოსტავა, ქართული თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და პირადი კეთილდღეობა სრულად შესწირა დამოუკიდებლობის იდეას. მისი ურყევი სული და მორალური კომპასი გახდა საფუძველი, რომელზეც ჩვენი ერის გამოფხიზლება და დამოუკიდებლობისთვის მზადყოფნა დაფუძნდა. - ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომლის სახელსაც უკავშირდება 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მან ერის ნება რეალურ პოლიტიკურ მოცემულობად აქცია და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რითაც სამუდამოდ ჩაეწერა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის მამამთავარი. - ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ეროვნული ლიდერი რომელმაც ქვეყანაში შემოიტანა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, მოახდინა საგარეო პოლიტიკის პრაგმატული დაბალანსება და ხელი შეუწყო მშვიდობიან განვითარებას. მის სახელს უკავშირდება ისეთი სახელმწიფოებრივი ნაბიჯები, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის მიღწევა. გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მისი რიტორიკა დაფუძნებულია „მშვიდობის შენარჩუნებაზე“, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე. თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბის და ზვიადის მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების! Ps საქართველოს ეროვნული გმირები!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ