მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კიდევ სამმა ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025 აკრედიტაცია მოიპოვა
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კიდევ სამმა ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025 აკრედიტაცია მოიპოვა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კიდევ სამმა ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025 აკრედიტაცია მოიპოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამმა ლაბორატორიამ - მიკრონაწილაკების, ნიადაგის და ნავთობპროდუქტების ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, კახეთის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025-ის შესაბამისობის აკრედიტაცია მიიღო.

ლაბორატორიების კომპლექსური შეფასების პროცესი, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრმა“ ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ ლაბორატორიებში დანერგილია ხარისხის მართვის უახლესი სისტემები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც პირდაპირ აისახება საექსპერტო დასკვნების მეტ სანდოობასა და სიზუსტეზე.

დეპარტამენტის ლაბორატორიების მორიგი საერთაშორისო აღიარება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის, საერთაშორისო სტანდარტის მქონე კვლევებით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ISO-ს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ტექნიკურ აღიარებასთან ერთად, არის ასევე, საექსპერტო კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ფუნდამენტს წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების ეტაპობრივი აკრედიტაციისთვის და ახორციელებს რეფორმებს, რათა ყველა რეგიონულმა და სპეციალიზებულმა ლაბორატორიამ მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის მქონე საექსპერტო მომსახურება უზრუნველყოს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ