მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კონსპირაციის წესების დაცვით სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის მათ სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში, უკანონოდ ინახავდნენ ჯამში 40 600 კოლოფ „Platinum“-ის, „Manchester“-ის, „Winston“-ის და „Kent“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 235 000 ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია - შემოსავლების სამსახურიBM.GE
  • ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყორუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ნანა კაკაბაძე: ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია

Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

იმედი

დავით ქართველიშვილი: რიტორიკული შეკითხვა - რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები?

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

იმედი