მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 59 870 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა - მათგან 55 რეალიზატორიაBM.GE
  • 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავარუსთავი 2
  • ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობსტვ პირველი
  • შსს: გლოვოს კურიერზე ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანიაფორმულა
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ნანა კაკაბაძე: ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია

Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

იმედი

დავით ქართველიშვილი: რიტორიკული შეკითხვა - რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები?

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

იმედი