მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, კანონის ძირითადი ნაწილი – პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის მე-2−მე-11 პუნქტები და მე-17–96-ე მუხლები ამოქმედდება 2030 წლის 1 იანვრიდან, ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა.

აღნიშნული მუხლები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციისთვის კანონით დადგენილი გამონაკლისები, საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები, ინტერესთა კონფლიქტი, შესყიდვების კომიტეტი, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული/პირი და სხვა.

კანონში შეტანილი ცვლილებით, შემსყიდველ ორგანიზაციებში სერტიფიცირებული სპეციალისტების ყოლის ვალდებულება სამი წლით - 2032 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ