მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას

იმედი|imedinews.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 18 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულვებელყოფით, მოახდინა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, ადგილზე უკანონო კონტროლის გაძლიერებას, სამხედრო, პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას, რაც სხვა მიზნებთან ერთად, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის მზარდი კავშირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული. გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის, ეთნიკური დისკრიმინაციით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით. ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას. დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.

საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტისა და მექანიზმის გამოყენებით, ახორციელებს ერთიან ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით და განუხრელად წარმართავს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპულ და თანმიმდევრულ პოლიტიკის, რაც ქვეყნის დეოკუპაციისკენ მიმართული ძალისხმევის კვალდაკვალ, მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობას, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, ისევე როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნას.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფასებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას; ასევე, საერთაშორისო პარტნიორების როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში”, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო | NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელიBM.GE
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდარუსთავი 2
რუსეთის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ეკატერინე მიქაბაძე: S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას

ეკატერინე მიქაბაძე: S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას

იმედი

POLITICO: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში უკრაინაზე ბოლო თავდასხმების შემდეგ კიდევ 5 პირი დაამატა

POLITICO: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში უკრაინაზე ბოლო თავდასხმების შემდეგ კიდევ 5 პირი დაამატა

იმედი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას

იმედი

POLITICO: გერმანიის გაზის ავანტიურა ევროპას ზამთარში საფრთხის წინაშე აყენებს

POLITICO: გერმანიის გაზის ავანტიურა ევროპას ზამთარში საფრთხის წინაშე აყენებს

იმედი