მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: გერმანიის გაზის ავანტიურა ევროპას ზამთარში საფრთხის წინაშე აყენებს
POLITICO: გერმანიის გაზის ავანტიურა ევროპას ზამთარში საფრთხის წინაშე აყენებს

POLITICO: გერმანიის გაზის ავანტიურა ევროპას ზამთარში საფრთხის წინაშე აყენებს

იმედი|imedinews.ge

ევროპის ბუნებრივი აირის მარაგები სახიფათოდ დაბალ დონეზეა, რაც ზამთარში ენერგეტიკული პრობლემების ხელახლა გამწვავების რისკს ზრდის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ირანის ომი გაგრძელდება და სიცივე გათბობაზე მოთხოვნას გაზრდის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თუმცა, როგორც ჩანს, კონტინენტის ყველაზე დიდი ენერგომომხმარებელი ქვეყანა ამით დიდად შეშფოთებული არ არის. გერმანია ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლია, რადგან მისი მასშტაბიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზის დეფიციტი მეზობელ სახელმწიფოებზეც აისახება და მთელ ბლოკში ფასებს გაზრდის, თუ ბერლინი მარაგების შევსებას ვერ შეძლებს, წერს გამოცემა.

ამან გააძლიერა მოწოდებები, რომ გერმანიის მთავრობამ აქამდე წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგას - პირდაპირ ჩაერიოს ბაზარზე და სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფ ენერგოგიგანტებს ნებისმიერი ფასის გადახდით გაზის შესყიდვა დაავალოს, რითაც ენერგეტიკულ პოლიტიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებულ მრავალწლიან მიდგომას გადაუხვევს.

როგორც გამოცემა იუწყება, ამ დრომდე მთავრობა პოზიციის შეცვლაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ დადგენილ მიზნებს ვერ ასრულებს და უკვე ნოემბრიდან ფიზიკური მიწოდების დეფიციტის რისკის წინაშე დგას. ეს არის გათვლა იმაზე, რომ ბაზრები პრობლემას თავად მოაგვარებს, მაშინ, როცა ომი და მაღალი ტემპერატურები ტრადიციულ ეკონომიკურ სტიმულებს არღვევს და გლობალური მიწოდების ჯაჭვებს ცვლის.

„მარაგების დონე არა მხოლოდ წელიწადის ამ პერიოდისთვის არის უჩვეულოდ დაბალი, არამედ ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა“, - განაცხადა გერმანიის გაზის საცავების უმსხვილესი ასოციაციის, INES-ის მმართველმა დირექტორმა სებასტიან ჰაინერმანმა.

მისი თქმით, გერმანია მარაგების შესავსებად კვლავ მოძველებულ, ბაზარზე ორიენტირებულ მიდგომას იყენებს, მაშინ, როდესაც „ბაზრის ეკონომიკური სტიმულები თითქმის აღარ არსებობს“.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს ზამთრის დადგომამდე გაზსაცავების ეროვნული სიმძლავრის 90%-მდე შევსება მოეთხოვებათ, რათა მიწოდების სერიოზული დეფიციტი თავიდან აიცილონ. ირანის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა ეს მიზნობრივი მაჩვენებელი 80%-მდე შეამცირა, რათა გაზის პანიკური შესყიდვები თავიდან აეცილებინა.

როგორც წესი, მარაგების შევსებაზე პასუხისმგებლობა მოვაჭრეებსა და კომუნალურ კომპანიებს ეკისრებათ. ისინი ზაფხულში იაფად ყიდულობენ გაზს, ინახავენ და ზამთარში უფრო მაღალ ფასად ყიდიან. თუმცა, მყიდველების განცხადებით, ირანის ომისა და კლიმატის ცვლილების გამო ზაფხულში გაზის გაძვირებამ ეს დინამიკა შეცვალა. შედეგად, ევროკავშირის მასშტაბით გაზსაცავები ეროვნული სიმძლავრის დაახლოებით 58%-მდეა შევსებული - ხუთწლიანი ისტორიული საშუალო მაჩვენებლის 16 პროცენტული პუნქტით დაბლა და 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე, წერს POLITICO.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დაბალმა მარაგებმა უკვე გაზარდა ზეწოლა გაზის ფასებზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გარშემო განახლებულ დაძაბულობას უკავშირდება. ევროპული ბუნებრივი აირის საორიენტაციო ფასი ახლა მუდმივად უფრო მაღალია, ვიდრე ირანის ომის პირველი ოთხი თვის განმავლობაში იყო.

ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, განაცხადა, რომ ბლოკს ზამთარში გაზის მიწოდების რისკი არ ემუქრება. თუმცა, ენერგეტიკის ანალიტიკური კომპანია Rapidan-ის პროგნოზით, ნოემბრისთვის მარაგები საცავების საერთო სიმძლავრის მხოლოდ 65 პროცენტამდე გაიზრდება. კომპანიის შეფასებით, ზამთრისთვის ევროკავშირის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა „მნიშვნელოვნად მაღალი ფასების“ გარეშე შეუძლებელი იქნება.

ანალიტიკოსების განცხადებით, რისკს ასევე ზრდის ევროკავშირის მიერ ბოლო წლებში რუსეთისთვის გრძელვადიანი გაზის მიწოდების კონტრაქტების მოკლევადიანი, გლობალურ ბაზარზე შესყიდული თხევადი ბუნებრივი აირით ჩანაცვლება. საზღვაო გზით გადაზიდული თხევადი გაზის ტვირთები მოქნილია და, როგორც წესი, ყველაზე მაღალ ფასზე იყიდება. ეს ევროპელ მყიდველებს საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მერყეობის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, განსაკუთრებით კატარის მნიშვნელოვანი მიწოდებების დაკარგვისა და აზიაში მოთხოვნის ზრდის ფონზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საფრთხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • იტალიის ყველა დიდ ქალაქში უკიდურესი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდაBM.GE
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
  • თუ რამე საფრთხეს უქმნის “ენმ“-ს ეს არის იაფასიანი მანიპულაციები - თინა ბოკუჩავატვ პირველი
  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
საფრთხის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე

იმედი

პრემიერი: ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ  ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, ეს აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ

პრემიერი: ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, ეს აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ

იმედი

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას

იმედი

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ის არის ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნება

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ის არის ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნება

იმედი