მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში გმირულად დაღუპული 17 მეომრის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

„სწორედ ეს ადგილები, შინდისის მიწა ინახავს რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და უთანასწორო ბრძოლის ისტორიას, სადაც 17-მა ახალგაზრდა გმირმა საკუთარი სიცოცხლის ფასად აჩვენა საქართველოს ერთიანობის და ღირსების დაცვის გამორჩეული და მარადიული მაგალითი.

სწორედ ეს თავდადება გვავალდებულებს, რომ დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა, აღვასრულოთ საქართველოს ყველა ეროვნული მიზანი, შერიგებით გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი და მშვიდობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ერთიანი ძლიერი და თავისუფალი საქართველო იქნება ჩვენი გმირების ხსოვნის საუკეთესო დაფასება, რომლებმაც სამშობლოსა და საკუთარი ღირებულებების მიმართ ერთგულება, სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს. მსურს, თანაგრძნობა გამოვუცხადო ოჯახებს და პატივისცემა დავუდასტურო მათ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 134 სტატია.

  • პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზერუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

იმედი

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა

იმედი

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს

იმედი