მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში: პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის პირველივე საათებიდან ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. სწორედ ამ კოორდინაციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან ეფექტურად ვმართეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში: პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის პირველივე საათებიდან ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. სწორედ ამ კოორდინაციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან ეფექტურად ვმართეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

იმედი|imedinews.ge

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის პირველივე საათებიდან ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში - საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო. სწორედ ამ კოორდინაციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან ეფექტურად ვმართეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში.

პლატონ კალმახელიძის თქმით, ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა უცნობია.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება დათვლა ზარალის ზუსტი ოდენობის.

„პირველ რიგში მოვახდინეთ ის, რომ მოვახერხეთ უსაფრთხოება ადგილობრივი მოსახლეობის და გუშინვე ძირითადი ინფრასტრუქტურა გავხსენით, გავხსენით ის ეპიცენტრი კავკასიონის ქუჩასა და სეხნიაშვილის ქუჩაზე არსებული ხევი, რის გარშემო განვითარდა ძირითადი მოვლენები სტიქიის დროს.

რაც შეეხება ევაკუაციას, ევაკუაცია ძირითადად განხორციელდა კომერციული ობიექტებიდან, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან იმიტომ, რომ საშიშროება იქმნებოდა აღნიშნულ მონაკვეთში მდინარის გადმოსვლის.

ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ფაქტობრივად მთლიან მუნიციპალიტეტს გუშინვე. ერთადერთი მრავალბინიანი კორპუსი კავკასიონის #43-ში უსაფრთხოებიდან გამომდინარე გუშინ გამორთული. როგორც კი დასრულდება სამუშაოები მაშინვე აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება.

გაზმომარაგება მხოლოდ და მხოლოდ 70 აბონენტს ჰქონდა შეზღუდული. დღეის მდგომარეობით მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება გაზი“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

მისი თქმით, იქ სადაც აუცილებელი იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალის ჩართვა, რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერები, მერიის თანამშრომლები, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიზიკურად მუშაობდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?BM.GE
  • ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლისნეტგაზეთი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყოფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

იმედი

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

იმედი