მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, იმსჯელა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სრულად აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.

ავტორიზაციის პროცესში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში საავტორიზაციო ვიზიტი განახორციელა. შეფასებისას დეტალურად იქნა შესწავლილი აკადემიის ინსტიტუციური საქმიანობა, აკადემიური, ადმინისტრაციული და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე, მათი შესაბამისობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებსა და ავტორიზაციის მოთხოვნებთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ, უპირობო ავტორიზაციის მიღების შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისთვის განაცხადი წარადგინა", - ნათვქმია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

იმედი

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

იმედი