მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ქრისტინე გრიგორიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქრისტინე გრიგორიანი, დელეგაციასთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

იმედი

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

იმედი

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ