მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა

სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა. განყოფილების გახსნის ოფიციალურ, ცერემონიას სხვა პირებთან ერთად, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი გერჰარდ კარნერიც ესწრებოდა.

Reuters-ის ცნობით, ავსტრიის ხელისუფლება წლების განმავლობაში აწარმოებდა სამართლებრივ დავას სახლის მფლობელთან, რაც 2016 წელს შენობის ექსპროპრიაციით დასრულდა. არსებობდა სახლის დანგრევის გეგმებიც, რათა ის ნეონაცისტების პილიგრიმობის ადგილად არ ქცეულიყო, თუმცა საბოლოოდ ამ იდეაზე უარი თქვეს და შენობაში პოლიციის განყოფილების განთავსება გადაწყვიტეს.

2020 წელს, როდესაც შენობის რეკონსტრუქციის კონკურსის შედეგები შეჯამდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის პოლიციის განყოფილებად გადაკეთებაზე 5 მილიონ ევროს დახარჯავდნენ.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ერთადერთი რამ, რაც ახლა იმას გვახსენებს, რომ ამ შენობაში ჰიტლერი დაიბადა, სახლის სიახლოვეს მდებარე მემორიალური ქვაა, რომელიც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან არის ჩამოტანილი და რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა: „ფაშიზმი - აღარასოდეს“.

ადოლფ ჰიტლერი ბრაუნაუ-ამ-ინში მდებარე სახლში, ზალცბურგის მახლობლად, 1889 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში ამ შენობაში განთავსებული იყო სკოლა, ბიბლიოთეკა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" იუსტიციის სახლთან, მტკვრის სანაპიროზე რესტორნის აშენებას გეგმავსBM.GE
  • რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვიფორმულა
  • formebi.emis.ge - პლატფორმის გამოყენებით, სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლის →

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი

მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ

მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ

იმედი

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

იმედი

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

იმედი