
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს უფლებამოსილება განესაზღვრა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებისა და მისი ფარგლების განსაზღვრის თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2026 წლის 29 აპრილის საქართველოს კანონის (№1545-Vმს-XIმპ) მე-2 მუხლის შესაბამისად, განისაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები:
1. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი) თანამდებობა შექმნილია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების, ასევე კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაციის/ კომუნიკაციის მიზნით.
2. სახელმწიფო მინისტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით. 3. სახელმწიფო მინისტრი ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამოცანებს.
4. სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. სახელმწიფო მინისტრი: ა) წყვეტს სახელმწიფო მინისტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილია მისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლებით; გ) ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას; დ) საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან; ე) აინიციირებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესს და ამ მიზნით კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას; ვ) კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით;
