მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს - ის წარსულში გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული
სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს - ის წარსულში გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული

სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს - ის წარსულში გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისასა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი