მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

იმედი|imedinews.ge

ექვსივე დაკავებულ სამართალდამცველს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენა, დღეს კი სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურამ ისინი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გუშინ დააკავა. სამართალდამცველები დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. ნაწილი ხაშურში, ნაწილი კი თბილისში. 6-ვე დაკავებული დუმილს ინარჩუნებს.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 27 მაისს გორში, მოქალაქის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • "ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლესBM.GE
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათტვ პირველი
დაკავებული →ძალადობის →სასამართლო →

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში