მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავს
საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავს

საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავს

იმედი|imedinews.ge

წელს საქართველომ ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნა და ამით, ღონისძიების მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა.

ბიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში, სპორტული და გასართობი აქტივობები ჩატარდა. მხიარული სტარტი, სიმულაციური ვარჯიშები, ბიატლონის საბაზისო აღჭურვილობის გაცნობა, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ფოტოგადაღების სივრცე, - სპორტულ აქტივობებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ახალგაზრდა სპორტსმენები და მოყვარულები მონაწილეობდნენ.

ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მამუკა ხაბარელმა გახსნა. მან ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ახალგაზრდების დაინტერესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოში ბიატლონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა ბაკურიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა გახდა. 2025 წელს დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 3.5-კილომეტრიანი ბიატლონის ტრასის მშენებლობა, რომელმაც Bakuriani 2025-ის ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა და სპორტის ამ სახეობის განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა.

ბიატლონი ზამთრის ოლიმპიური სპორტია, რომელიც აერთიანებს: სათხილამურო სირბილს (cross-country skiing) და მიზანში სროლას. ბიატლონი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის სპორტად სახელდება, საქართველოს გააჩნია როგორც ბუნებრივი პირობები, ისე ინფრასტრუქტურული პოტენციალი იმისათვის, რომ ზამთრის სპორტის განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდეს არამარტო რეგიონის, არამედ ევროპული ქვეყნების მასშტაბით. აღნიშნულ პერსპექტივას ქვეყნის მთიანი რელიეფი, ბაკურიანის განვითარებული სპორტული ბაზა, საერთაშორისო სტანდარტის ახალი ტრასები განაპირობებს.

ბიატლონი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი 1960 წლიდან გახდა და ზამთრის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დისციპლინად მიიჩნევა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ