მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს“ - ვაშინგტონის მერმა 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
„საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს“ - ვაშინგტონის მერმა 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.

ოფიციალური დოკუმენტით ვაშინგტონის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავს ულოცავს ქართველ ხალხსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს, დინამიურ ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

„ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკა გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია ძლიერი დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, დინამიური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით; და

ვინაიდან, ჩვენი ქართულ-ამერიკული საზოგადოების მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს; და

ვინაიდან, საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი წარმომადგენლობითა და ჩვენს თემებში კულტურული ჩართულობით; და

ვინაიდან, ჩვენი ფასეული ურთიერთობისა და კულტურული გაცვლის პატივსაცემად, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს მოსახლეობასა და ქართულ დიასპორას საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღნიშვნაში:

ამრიგად, ახლა, მე, ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) მერი, ამით ვაცხადებ 2026 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი