მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველო რეგიონში გამოირჩევა - Numbeo-ს საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია
საქართველო რეგიონში გამოირჩევა - Numbeo-ს საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია

საქართველო რეგიონში გამოირჩევა - Numbeo-ს საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქონლის ხორცი ყველაზე იაფია.

აღნიშნული მონაცემებით, 1 კილოგრამი საქონლის ხორცის საშუალო ფასი 9.78 აშშ დოლარს შეადგენს, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კვლევა 103 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს და ამ რეიტინგში საქართველო 75-ე ადგილს იკავებს.

კვლევის თანახმად, რეგიონში ყველაზე ძვირი საქონლის ხორცი თურქეთში ფიქსირდება, სადაც 1 კილოგრამის საშუალო ფასი 20.01 დოლარს აღწევს, რითაც ქვეყანა მე-17 ადგილზეა. მას მოსდევს სომხეთი, რომელიც 52-ე პოზიციაზეა და ხორცის ფასი 12.28 აშშ დოლარს შეადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი (65-ე ადგილი), სადაც ხორცის ფასი 10.90 აშშ დოლარია, ხოლო აზერბაიჯანი 70-ე პოზიციაზეა, სადაც ხორცის ფასი 10.53 აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი კი სწორედ საქართველოში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსოფლიო ბაზრებზე ხორცის გაძვირების ტენდენციისა, საქართველო რეგიონში კვლავ ინარჩუნებს კონკურენტულ და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასს.

კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასურსათო პროდუქტების მიმართულებით საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ბაზრად მიიჩნევა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი