
საქართველოს ელჩისთვის შექმნილი ბარიერები და გერმანელი დიპლომატის მორიგი პოლიტიკური გამოსვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ელჩისთვის შექმნილი ბარიერები და გერმანელი დიპლომატის მორიგი პოლიტიკური გამოსვლა. ოფიციალური თბილისი ოფიციალური ბერლინისგან ისევ განმარტებას ელის. პრობლემა კვლავ ელჩ პეტერ ფიშერს და მის რიტორიკას უკავშირდება. პარალელურად, ქართველი დიპლომატი ბერლინისგან დასტურს თვეებია უშედეგოდ ელის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კი ორი წელია ყველაფერი იცვლება, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გარდა.
იტალიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გერმანიის ელჩი ცოტა ხნის წინ მივიდა. სწორედ იქ მიმართა მას „ქრონიკამ“ კითხვებით, თუმცა, პეტერ ფიშერმა ტრადიციულად, „ქრონიკის“ კითხვებს არ უპასუხა. მათ შორის, ელჩმა არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებისთვის, რომელიც მმართველ გუნდში ქსენოფობიურ გზავნილად შეფასდა - გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, „ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი“.
დეტალებით ნინი გოგიშვილი „ქრონიკაში“.
იმედი
წყარო: imedinews.ge