მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

2025 წლის ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის როგორც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა, არსებული ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება.

საპროკურორო საბჭოსთვის გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილ ანგარიშში ასევე საუბარია პროკურატურის საქმიანობის შედეგებზე ისეთი ცალკეული დანაშაულების მიმართ როგორიცაა: ფულის გათეთრება, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, ცალკეული ეკონომიკური დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ტერორიზმი, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და მოწყვლადი პირების დასაცავად გატარებული პოლიტიკა.

„მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება, რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

საბჭოს სხდომაზე გენერალურმა პროკურორმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებულ ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება. ასევე სამართალწარმოების განხორციელების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა.

„2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად რჩება დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი