მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შოთა ანდრიაძესთან ერთად თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გენერალური პროკურორი ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარე პროცესს გაეცნო და შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, თბილისის პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა შენდება, რომელიც მორგებული იქნება პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე და ყველა პირობა იქნება შექმნილი ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. უკვე არაერთი წელია რაიონული პროკურატურების თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.

ასევე, ახალ შენობაში მოეწყობა სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი ასევე, მოქალაქეთა მისაღები, სადაც პროკურატურაში მისული მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება იქნება შესაძლებელი.

პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურატურის ახალი შენობა და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლების საქმიანობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი