მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოცემული ჟურნალის „შემოქმედებითი საქართველო“ პირველი ნომრის წარდგენა გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოცემული ჟურნალის „შემოქმედებითი საქართველო“ პირველი ნომრის წარდგენა გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოცემული ჟურნალის „შემოქმედებითი საქართველო“ პირველი ნომრის წარდგენა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოცემული ჟურნალის ,,შემოქმედებითი საქართველო“ პირველი ნომრის წარდგენა გაიმართა.

საქართველოს მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციაზე, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის პირველი, ორენოვანი ნომერი წარუდგინა და გამოცემის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ხელმძღვანელი, რუსუდან ჭუმბურიძე, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ეს ჟურნალი განსაკუთრებულია როგორც შინაარსით, ისე შესრულების მაღალი ხარისხით. მნიშვნელოვანია, რომ ის აერთიანებს საქართველოს სახელოვნებო სივრცეს, კრიტიკას, ჟურნალისტიკასა და თანამედროვე კულტურულ პროცესებს. დარწმუნებული ვარ, ჟურნალის გვერდებზე არაერთ საინტერესო ავტორსა და მასალას გავეცნობით. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ დღეს, ციფრულ ეპოქაში, ასეთი მაღალი სტანდარტის ბეჭდური მედია იქმნება და ვითარდება. ვულოცავ მთელ შემოქმედებით გუნდს და წარმატებას ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ჟურნალი „შემოქმედებითი საქართველო“ ქვეყნის კულტურული ცხოვრების ყველა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის მიმდინარე კულტურულ მოვლენებს, ღონისძიებებს, კულტურულ მემკვიდრეობას, თეატრალურ, საბალეტო და ლიტერატურულ პროცესებს. აღნიშნული მიმართულებები სხვადასხვა რუბრიკით იქნება წარმოდგენილი, იქნება ეს პროფილები, ინტერვიუები, რეპორტაჟები, რეცენზიები, მიმოხილვები, სპეცპროექტები, თუ ფოტორეპორტაჟები.

ჟურნალის ავტორები ცნობილი პუბლიცისტები, ლიტერატორები, მიმომხილველები, კრიტიკოსები, ფოტოგრაფები, ხელოვნებათმცოდნეები და დარგის სპეციალისტები არიან. ჟურნალის აუდიტორია აერთიანებს როგორც ქართველ და უცხოელ კულტურისა და ხელოვნების მკვლევრებს, ასევე კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულ ქართველ და საერთაშორისო მკითხველს.

პროექტის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილია, პროექტის კოორდინატორი და შემოქმედებითი დირექტორი - თეა სხიერელი, რედაქტორი - ნინია სადღობელაშვილი, დიზაინერი - ნინო ყაველაშვილი, მთარგმნელი - ზაზა ჭილაძე.

ჟურნალი კვარტალურად გამოიცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართაBM.GE
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი