მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) რეგიონული კონფერენცია გახსნა.

ლევან ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ინოვაცია, კრეატიულობა და მეწარმეობა მიიღებს ძლიერ მხარდაჭერას და გახდება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს დიზაინი არის სტრატეგიული ბიზნესაქტივი, რომელიც ზრდის პროდუქტის საბაზრო ღირებულებას და აძლიერებს კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, საქართველო აქტიურად განაგრძობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სისტემის გაძლიერებას და საერთაშორისო ასპარეზზე ინტეგრაციას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართველ დიზაინერებსა და მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისოდ აღიარებულ დაცვის მექანიზმებზე. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული კონფერენცია გახდება ახალი თანამშრომლობისა და ინიციატივების დასაწყისი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კრეატიული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ორგანიზებით იმართება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წევრები მონაწილეობენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობებიBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი