მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ობიექტების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გაეცნო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. „ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი ბათუმის პორტისთვის სარეკორდო იქნება ტვირთბრუნვის კუთხით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფოთის პორტი. აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრიBM.GE
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • ელიზბარაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, მისცეს უფლება, დაურეკოს ცოლს და შვილებსნეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
მინისტრი →პრემიერი →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა

იმედი

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ