მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში პეტერ პელეგრინი აღნიშნავს, რომ ეს დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო ნება მომეცით, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას. ის უკვდავყოფს იმ ისტორიულ ძალისხმევას, რომელიც კანონის უზენაესობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფოს ასაშენებლად იქნა გაწეული. ამ თარიღთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო სლოვაკეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სლოვაკეთი დიდი ხანია საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოებისკენ სწრაფვაში, და მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ რეფორმებსა და პრო-ევროპულ კურსს. ამავდროულად, ბრატისლავაში თქვენს ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი გულწრფელი ინტერესი სლოვაკეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და განვითარებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ხალხთაშორისი კონტაქტები და კულტურული თანამშრომლობა. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე დიალოგი და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, არამედ უფრო ფართო რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საქართველოს საკეთილდღეოდ თქვენი მიზნების მისაღწევად. საქართველოს ყველა მოქალაქეს კი ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ განვითარებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი